სტრასბურგის სასამართლომ ლადო ჭანტურია მოსამართლეობის კანდიდატად აირჩია

ევროსასამართლომ მოსამართლეობის კანდიდატად გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია შეარჩია.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვს 2 კანდიდატს, სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს, თუმცა, სტრასბურგის ორგანოების მიერ დაწესებული მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ისინი არიან ახალგაზრდები და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვთ.

ლადო ჭანტურია ამ დროსთვის გერმანიაში საქართველოს ელჩია.

მსგავსი პოსტები

Back to top button