საქართველოსიახლეები
623 ინფიცირებული და 288 გამოჯანმრთელებული საქართველოში

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. ამის შესახებ, სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge იუწყება.
ამავე მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 288 პაციენტი; გარდაცვლილი, – 9.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 459.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ყველას წყარო ცნობილია. 4 კარანტინის სივრციდან არის, დანარჩენი კონტაქტები არიან.