საქართველოსიახლეები
626 ინფიცირებული, 297 გამოჯანმრთელებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 626 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 9-ით გაიზარდა და 297 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 4 702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 459 პირი.
626 ინფიცირებულიდან, 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.