მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

645 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

ახალი კორონავირუსის 15 113 აქტიური შემთხვევიდან 645 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 320 თბილისში მკურნალობს, 120 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 393 პაციენტი იმყოფება, 236 – თბილისში, 111 – აჭარაში.

COVID 19-ის აქტიური შემთხვევებიდან 2 879 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში მკურნალობს, მათ შორის, 1 480 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში, 4 780 ადამიანი – საავადმყოფოში, მათგან თბილისში – 2 356, ხოლო აჭარაში – 759. ბინაზე მკურნალობს 7 454 პირი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2 470 პირი, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის, თბილისში – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. ქვეყანაში ჯამში COVID 19-ის დიაგნოზით 499 პაციენტი გარდაიცვალა.

9 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში 15 113 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 60 680 პირი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

დღეიდან კი 22:00სთ-დან 05:00სთ-მდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button