“66 ადამიანი ალკოჰოლური სასმელის მიღებით გარდაიცვალა”
ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შედეგად, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში 66 ადამიანი გარდაიცვალა, – გვატყობინებს ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო IANS.
ბოლო მონაცემებით, კიდევ 36 ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
სუროგატული სასმელების ვაჭრობაში 3 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ყალბი ალკოჰოლი, სიიაფის გამო, მოსახლეობის ნაკლებად უზრუნვეყოფილ ფენებშია პოპულარული.
ფალსიფიცირებული სასმელის ერთი ბოთლი დოლარზე ნაკლები ღირს, რომლის მოხმარება, მასობრივი მოწამვლით მთავრდება.