66 წლის პუგაჩოვამ სოჭის მაყურებელი გააკვირვა [Video]

ქალაქ სოჭში ჩატარებულ ფესტივალზე – “Новая волна-2015”, საბჭოთა ესტრადის პრიმადონამ მაყურებელი ჩაცმულობით გააკვირვა.
ჩვეული ბალახონების ნაცვლად, პუგაჩოვა მოკლე თეთრ კაბა-პერანგში, შავ წინდებში და ჰალსტუხში წარდგა.
აღნიშნულმა სამოსმა მომღერლის აღნაგობას ხაზი გაუსვა. რუსულ პრესაში აღნიშნეს, რომ 66 წლის ქალბატონმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და საუკეთესო ფორმაში იმყოფება.