მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

7 ივნისიდან ესპანეთი სრულად აცრილ მოქალაქეებს მიიღებს

ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით 7 ივნისიდან კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილ მოქალაქეებს ქვეყანაში ჩასვლა შეეძლებათ.

მათი ცნობით, ქვეყანაში შესვლას შეძლებენ მათ შორის სინოფარმით და სინოვაკით აცრილებიც.

“ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, 7 ივნისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ესპანეთის სამეფოს ტეროტორიაზე შემოსვლა შეეძლებათ შეზღუდვების გარეშე თუ წარმოადგენენ კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

მნიშვნელოვანია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამომგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ” – წერია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button