7 მილიონი ევრო მიწისძვრით დაზარალებულებს
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, 7 მილიონი ევრო შესწირა.
მან აგრეთვე, თავის ფეისბუქ-მეგობრებს და გამომწერებს, კატმანდუს მცხოვრებლების დახმარებისკენ მოუწოდა.
ჟურნალ Forbes-ზე დაყრდნობით, რონალდუ, 2014 წელს, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.
მისი კაპიტალი 79 მილიონ დოლარს (70 მილიონი ევრო) შეადგენს.