მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა დაიწყო
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა იწყება.მესამე პრეზიდენტი საბადრაგო სამსახურმა ადგილზე უკვე მიიყვანა. ამჯერად პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე წარიმართება. დღევანდელ პროცეზე მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას სიტყვით ისევ მიმართავს.
ასევე პოლიტიკოსები, მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრი პეტრე ცისკარიშვილი.
სასამართლოში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, ჩვენებას 3 მოწმე მისცემს, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ.
ადვოკატების თქმით, სასამართლო სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. ამასთან, მათი თქმით, საქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს
ცნობისთვის პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცის ორგანიზატორი “მიშას სექტორია” . აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილი მის მიერ წლების განმავლობაში გახორციელებული წარმატებული რეფორმების გამო ისჯება, მის გათვაისუფლების შემთხვევაში კი ქვეყანა განვითარების ტემპს დაუნრუნდება. აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ გაშლილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმაა წარმოდგენილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის სასამართლო დარბაზში 7 ნოემბრის საქმის განხილვის დროს განაცხადა.
“ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
ხმები სრულად სასამართლო პროცესიდან