7 სპეცრაზმელი დარბაზიდან გაათავისუფლეს

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული 7 სპეცრაზმელი პირადი თავდებობის საფუძველზე მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ბრალდებულ წევრებს თავდებში პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნები, კერძოდ სპეცრაზმელები ჩაუდგნენ.

დაცვის შუალმდგოლობას გათავისუფლების თაობაზე დაეთანხმა პროკურატურა. რამდენიმე დღის წინ სპეცრაზმელებმა კორტების სპეცოპერაციის მთავარ საქმეში ირაკლი ფირცხალავას გიორგი ცააძის და სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, კერძოდ განაცხადეს, რომ 2006 წლის 2 მაისს ისინი უფროსების მითითებებს და დავალებებს ასრულებდნენ და მათთვის ოპერაციის დეტალები ცნობილი არ იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button