მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სანქციების გამკაცრებას არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით, დაწესებული ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.

“კოდექსის ასეთი ფრაგმენტული ცვლილებები საერთოდ ვერ გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას. საჭირო არის სისტემური გადახედვა კოდექსის და მთლიანად რეფორმა. ეს ცვლილებები არის ძალიან უარყოფითად შეფასებული ჩვენი მხრიდან და მოვითხოვდით, რომ ეს ცვლილებები პარლამენტს არ გაეტარებინა, მაგრამ თვითონ უშუალოდ ის პროცესიც, როგორც ჩატარდა მოსმენები ამ კანონპროექტებზე, იყო ასევე ძალიან პრობლემური, როდესაც დაინტერესებულ პირებს ფაქტობრივად არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ დასწრებოდნენ კომიტეტის სხდომებს და საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ იქ,” – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე.

შეგახსენებთ,პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

მსგავსი პოსტები

Back to top button