მნიშვნელოვანისიახლეები

70% ევროკავშირში ხოლო 64% NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ ემხრობა-IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 70% ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ მხარს უჭერს, ხოლო 64% ნატო-ში გაწევრიანებას მტკიცედ ემხრობა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვა აჩვენებს, რომ სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ უჭერენ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრებას.

შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას? – მოქალაქეები ასე პასუხობენ.

70% -სრულად უჭერს მხარს (მარტი – 74%)
15% – ნაწილობრივ უჭერს მხარს (მარტი – 14%)
3% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება (მარტი – 4%)
7% – მტკიცედ ეწინააღმდეგება (მარტი – 6%)
5% – არ იცის (მარტი – 3%)
მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას?

64% – სრულად უჭერს მხარს (მარტი 60%)
14% – ნაწილობრივ უჭერს მხარს (მარტი 15%)
5% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება (მარტი 8%)
12% – მკაცრად ეწინააღმდეგება (მარტი 12%)
5% – არ იცის (მარტი 5%)
შეკითხვაზე, რომელს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვნად პოლიტიკური პარტნიორად – 51% ევროკავშირს ასახელებს, 47% – აშშ-ს, 24 % -უკრაინას, 16% – თურქეთს, 14% – აზერბაიჯანს, 11% – დიდი ბრიტანეთს, 7% კი -რუსეთს.

შეკითხვის პასუხად – ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის? – 89% რუსეთს ასახელებს, 11% – თურქეთს, 6% -აშშ-ს, 4% – სომხეთს და 3% – აზრერბაიჯანს 3% – ირანს, 2% – ჩინეთს, 1% – ევროკავშირს, 1% – უკრაინას.

IRI-ის ევრაზიის უფროსი დირექტორის სტივ ნიქსის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქეთა 85% ან „სრულიად უჭერს მხარს“ ან „გარკვეულწილად უჭერს მხარს“ ევროკავშირში გაწევრებას. ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა 60% მომხრეა ეს მოხდეს თუნდაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის პირობით. ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოქალაქეების მოთხოვნა კვლავ ძალიან მაღალია“.

ნიქსის შეფასებით, ქართველების სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საოცრად თანმიმდევრული იყო წინა გამოკვლევებში და ეს ახალი გამოკითხვა ამ პოზიციას ამყარებს.

IRI-ს დაკვეთით, გამოკითხვის საველე სამუშაოები 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. კვლევა ჩატარდა რესპონდენტებთან სახლში პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. კვლევაში მონაწილეობდა 18+ ასაკის და ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. ცდომილების ზღვარი შეადგენს +-2,5%-ს. პასუხის გაცემის მაჩვენებელია 74%-ი.

მსგავსი პოსტები

Back to top button