საქართველოსიახლეები

70 წელს გადაცილებულ პირებს მაისის პენსია წინასწარ ჩაერიცხებათ

70 წელს გადაცილებულ პირებს მაისის პენსია დღეს წინასწარ ჩაერიცხებათ. რაც შეეხებათ 60-დან 70 წლამდე ასაკის პირებს, მაისის პენსიას ისინიც წინასწარ მიიღებენ, ჩარიცხვის ზუსტი თარიღი კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

პენსიების წინასწარ ჩარიცხვის 100 მილიონ ლარიან პროგრამას „ლიბერთი ბანკი“ ახორციელებს.

“მარტის თვეში ლიბერთი ბანკმა განახორციელა სპეციალური 100 მილიონ ლარიანი პროგრამა, რომლის მიზანიც იყო 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისათვის სოციალური სარგოს მიმღებთათვის აპრილის თვის მისაღები თანხა წინასწარ ჩაგვერიცხა. თანხები ჩაირიცხება ბარათებზე, განკარგვა შესაძლებელია, მაგრამ ნაღდი ფულის გამოტანა ამ ბარათებიდან შესაძლებელი იქნება ლიბერთი ბანკის მიერ წარმოდგენილი გრაფიკის თანახმად“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button