მნიშვნელოვანისაქართველო

“70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ”

პრემიერ – მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საკარანტინე პირობების ფარგლებში 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აკრძალვა არ ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიაში ან, აფთიაქში არ მიდიან.

“იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს მათ მიმართ ვალდებულება აქვს რომ დაეხმაროს. აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

31 მარტის დილის 8 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება, – განაცხდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე აეკრძალებათ.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button