ერთად ევროპისკენ”ენმ”_ს კამპანია, თელავში აქციით დასრულდა

ერთად ევროპისკენ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანია, თელავში აქციით დასრულდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა აქცია ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს.
პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, აქციის მონაწილეებს 9 აპრილს, თბილისში რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა.
“ივანიშვილს ეგონა, რომ დაიღლება ქართველი ხალხი. თქვენ ნახეთ, მარტის დღეები, როცა რუს ოლიგარქს, ხალხმა დააღეჭინა რუსული კანონი. ევროპარლამენტმა პირდაპირ ჩაწერა რეზოლუციაში, რომ მიხეილ საააშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ უნდა შევიკრიბოთ 9 აპრილს პარლამენტთან და რუსულ ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია”- განაცხადა ხაბეიშვილმა.
კამპანიას “ერთად ევროპისკენ,” ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თითქმის ერთი თვეა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ატარებს.
დასკვნით შეკრებას , ოპოზიციურო პარტია, 9 აპრილს, თბილისში ჩაატარებს.
აქციის მიმდინარეობის პარალელურად, ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიცია იყო მობილიზებული.