სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შემდეგ დაწყებული გამოსვლები ვანდალიზმსა და ძლადობაში გადაიზარდა. არეულობების შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა.
მომიტინგეებმა დააზიანეს ბიზნეს-ობიექტები. სამართალდამცველებმა ათასამდე პირი დააკავეს.
პოლიციის განცხადებით გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა ჭყლეტას უკავშირდება. მომიტინგეები აცხადებენ, რომ აქციას იქამდე გამართავენ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს არ გაათავისუფლებენ. მას 15 თვიანი პატიმრობა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო მიუსაჯეს.