72 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან

ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს, 2017 წლის 9 მაისს, 72 წელი გავიდა. ამ დღის აღნიშვნა ტრადიციულად თბილისში ვაკის პარკიდან დაიწყო, სადაც მივიდნენ ვეტერანები და მთავრობის წევრები.

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს. მარტო ჩვენი ქვეყნიდან სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, აქედან 200 ათასი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა, ასი 100 ათასზე მეტი კი ხეიბარი დაბრუნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button