მნიშვნელოვანისაქართველო

73 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 73 წელი გავიდა. ვეტერანები დღეს მეორე მსოფლიო ომში წასვლასა და ფრონტის ხაზზე ბრძოლას იხსენებენ.

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“მათ დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობისა და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, წელს პრეზიდენტი აჯილდოვებს 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

“ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობისა და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას. თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას იღებდა, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ ასი წლის და ას წელზე უფრო უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button