უცხოპლანეტელ ალფის როლის შემსრულებელი მსახიობი გარდაიცვალა [Photo/video]

მიხაი “მიჩუ” მესაროში, რომელმაც უცხოპლანეტელ ალფის როლი განასახიერა, 76 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა, – იუწყება სააგენტო TMZ.

მსახიობი საკუთარ სახლში უგონოდ იპოვეს და იგი 1 კვირის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ხნის მანძილზე მესაროში კომაში იმყოფებოდა.

მესაროში 84 სმ. სიმაღლის იყო, ბავშვობიდან ცირკში მუშაობდა და მოგვიანებით დაგასაღებ მოედნებზეც მიიწვიეს.

მსახიობმა მსოფლიო აღიარება სერიალ “ალფ”-ში (1986 – 1990 წ.) მთავარი გმირის როლის შესრულებით მოიპოვა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”36599″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button