8 აფთიაქის ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 8 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების მტკიცებით, აფთიაქების უფლებამოსილი პირები ფარმაცევტული კანონმდებლობისა და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაცემას.

აფთიაქებში უკანონოდ გაიცემოდა ისეთი ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა დიაზეპამი, ბაკლოსანი, გაბაპენტინი, გაბაგამა და სხვა.

უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 5 მილიონ 809 ათას 231ლარი. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button