“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს საკუთარი ვალუტა ექნებათ

“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ოქროს მონეტების გამოჭედვა დაიწყეს.

ბრიტანული გაზეთი «The Telegraph» გვაცნობებს, რომ ისინი, ახალი ვალუტის – ისლამური დინარის, ხმარებაში შემოღებას აპირებენ. ზუსტად ასეთი სახელწოდება ჰქონდა ოქროს მონეტებს, რომლებსაც ხალიფ ოსმანის (მმართველობის წლები 644-656) ეპოქაში ხმარობდნენ.

მონეტების ფოტოსურათები, Twitter-ში, აქტივისტმა აბუ იბრაჰიმ რაქავიმ განათავსა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მოწინააღმდეგეა და ტერორისტების მიერ დაკავებულ, სირიის ქალაქ რაქაში ცხოვრობს.

მონეტაზე, „ისლამური სახელმწიფოს“ ლოზუნგი, 7 თავთავი და მსოფლიოს რუკაა გამოსახული. უკვე ცნობილია, რომ ერთი მონეტის ღირებულება, ოქროს დინარის ფასს გაუტოლდება, რაც დაახლოებით, 139 ამერიკულ დოლარს უდრის.

მსგავსი პოსტები

Back to top button