მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

8 თებერვლიდან კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი იხსნება-აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

8 თებერვლიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

“დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვთქვათ და შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ.
მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისში, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო და ავტობუსი და სამარშუტო ტაქსები,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 8 თებერვლიდან სრულად გაიხსნება ბაზრობები.

გახარიას თქმით, კვების ობიექტები საქართველოს მასშტაბით ღია სივრცეში მუშაობას შეძლებენ .

15 თებევრლიდან კი სწავლა საკლასო ოთახებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც აღდგება.

შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

შეგახსენებთ, საქართველოში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა. დიდ ქალაქებში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სწავლა სრულად ონლაინ სივრცეში გადავიდა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობა შეეძლოთ.

მოისმინეთ, გიორგი გახარიას განცხადება

მსგავსი პოსტები

Back to top button