8-წლიანი პატიმრობა 13 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და სხვაგვარი სექსუალური კონტაქტისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს 13 წლის გოგონასთან რამდენჯერმე ჰქონდა სქესობრივი კავშირი, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით,”-აღნიშნულია განხცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული პირველ მარტს თბილისში დააკავეს. სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button