რეგიონისაქართველოსიახლეები

80 წლის კაცი მდინარე ალაზანში დამხრჩვალი იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ, 80 წლის კაცი მდინარე ალაზანში დამხრჩვალი იპოვეს.

თელავის სოფელ გულგულაში მცხოვრები ალექსანდრე ოხანაშვილის ცხედარს მაშველებმა და მყვინთავებმა დღეს დილით მიაკვლიეს.

ხანდაზმულ მამაკაცს საქონელი სამწყემსად მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყავდა წაყვანილი. საღამოს კი, როდესაც სახლში არ დაბრუნდა, ოჯახმა პოლიციას აცნობა.

მდინარის პირას ნაპოვნი იყო ტანსაცმელი, რის გამოც ძებნა, როგორც მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე წყალშიც მიმდინარეობდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button