რეგიონისაქართველოსიახლეები
800-მდე რეპატრიანტი სირიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში
“ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიიდან 800-მდე რეპატრიანტი მიიღო”, – ამის შესახებ, რუსულ სააგენტო “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
მისი თქმით, სირიიდან ჩამოსულებისთვის შესაძლებლობების შექმნა სცადეს.
”თავდაპირველად იყო, დაახლოებით, 700-800 ადამიანი, რომლებიც ჩვენთან ჩამოვიდნენ. ჩვენ ვცადეთ მათი კეთილმოწყობა, მათთვის შესაძლებლობების შექმნა, რათა როგორმე ჩვენს პირობებთან ადაპტირებულიყვნენ,” – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.