84 წლის მსახიობი 24 წლის გოგონაზე დაქორწინდა

წყვილი შვილებზე ოცნებობს და მავანთა აზრი არ აინტერესებს.

84 წლის საბჭოთა კინოსა და თეატრის მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი ივან კრასკო, თავის სტუდენტზე – 24 წლის ნატალია შეველზე დაქორწინდა, – იუწყება გამოცემა Super.

ხელის მოწერის ცერემონია, 9 სექტემბერს, სანქტ-პეტერბურგის მმაჩის ბიუროში შედგა.

კრასკოსთვის ეს უკვე მეოთხე ქორწინებაა, პატარძალიც განათხოვარია.

„ივან ივანოვიჩმა თავისი სიბრძნითა და კეთილშობილებით მომხიბლა. სრულფასოვანი სექსუალური კონტაქტი ჯერ არ გვქონია. რა არის სექსი? სექსი სქესთა ურთიერთობაა. კოცნა და შეხება უკვე სექსია. ივან ივანოვიჩს ჩემთვის უკოცნია? დიახ! ჩამხუტებია? დიახ! ყოველივე იმას ნიშნავს, რომ სექსი უკვე გვქონდა,“ – განაცხადა ინტერვიუში პატარძალმა.

თუ სად იცხოვრებენ ახლად შეუღლებულები, ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან სიძემ თავისი ბინები შვილებს დაუტოვა. სამაგიეროდ, მათ დანამდვილებით იციან, რომ თაფლობის თვეს ვენეციაში გაატარებან.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17495″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button