ცესკოს წინასწარი შედეგები: სალომე -58.2 % , გრიგოლი -41.8 %

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ლიდერობს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი, მმართველი პარტიის “ქართული ოცნების”მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
ამ დროის მონაცემებით (00:44 სთ) 2019 უბნისა და 5 სპეცუბნის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს აქვს 58.2% (542 442)ხმა, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 41.8 % (389 630) ხმა.
„საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 261 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების უმეტესობის ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ასევე, ერთეულ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება. ყველა საჩივარს საარჩევნო ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილი წესითა და ვადებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცედურები. შედეგები შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში, ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. 22:00 საათისთვის შემოვა პირველადი ოქმები, 23:00 საათიდან ძირითადი ოქმები და სავარაუდოდ არაუგვიანეს ღამის 02:00 საათისა, ცესკო გამოაცხადებს არჩევნების პირველად, წინასწარ შედეგებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ, ცესკოს პრესსპიკერმა.
სულ 3705 საარჩევნო უბანია.