თუ ევროკავშირს მეტი გაზი სურს, უნდა გააუქმოს სანქციები

ვლადიმერ პუტინი ევროპის ენერგოკრიზისთან რუსეთის კავშირს უარყოფს. მისი თქმით, თუ ევროკავშირს მეტი გაზი სურს, უნდა გააუქმოს სანქციები, რომლებიც ხელს უშლის Nord Stream 2 მილსადენის გახსნას.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ საუბრისას განაცხადა.
„ყველაფერი თუ ასე მძიმედ არის, აიღეთ და მოხსენით სანქციები „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი, მხოლოდ ღილაკის დაჭერაა საჭირო და წავიდა“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა შექმნილ ენერგოკრიზისზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა.
„თავად იფიქრონ იმაზე, ვინ რაშია დამნაშავე და ნუ გვაბრალებენ ჩვენ თავიანთ შეცდომებს. „გაზპრომი“ და რუსეთი როგორც ასრულებდნენ, ისე აპირებენ და შეასრულებენ ჩვენს ყველა ვალდებულებას ჩვენი შეთანხმებებისა და კონტრაქტების ფარგლებში, არანაირი შეფერხება აქ არასდროს ყოფილა და არ იქნება“, – განაცხადა პუტინმა.
“თქვენ გაქვთ სურვილი, თუ ასე გიჭირთ რუსული გაზის გარეშე, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის გაზსადენზე, რომელიც შეადგენს 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი რიგზე იქნება,“ – თქვა ვლადიმერ პუტინმა.