მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 34 წლის გაბრიელ ატალი გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 იანვარს ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად განათლების მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი დანიშნა. ის ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.
ეს ამბავი მაუწყებელმა BFM-მა გაავრცელა და მოგვიანებით სოციალურ მედიაში მაკრონის პოლიტიკურმა პარტიამ დაადასტურა.

ახალი პრემიერის დანიშვნა მოჰყვა ორშაბათს ელისაბედ ბორნის გადადგომას, რომელმაც წერილში განაცხადა, რომ მას აცნობეს, რომ ეს მაკრონის სურვილი იყო. ბორნმა აღნიშნა, რომ საჭიროა რეფორმების გაგრძელება, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ იცის, შეუძლია გაბრიელ ატალის ენერგიისა და მონდომების იმედი ჰქონდეს.

მაკრონი ცდილობს, ევროპის პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში ახალი სიცოცხლე შთაბეროს პრეზიდენტის პოსტზე თავისი მეორე ვადის მანდატს. ატალის დანიშვნა არ მოიტანს სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს, მაგრამ აჩვენებს მაკრონის სურვილს, მოშორდეს საპენსიო და ემიგრაციის სფეროებში შარშან გატარებული არაპოპულარული რეფორმების ჩარჩოებს და გაზარდოს თავისი ცენტრისტული პარტიის შანსები ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებში, რომელიც ივნისში გაიმართება. ცნობისთვის მისი გადადგომა საპენსიო სისტემის სადავო რეფორმებთან და საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა.

შეგახსენებთ რომ ატალი, მაკრონის ახლო მოკავშირე, როგორც მთავრობის წარმომადგენელი ცნობილი გახდა კოვიდის პანდემიის დროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button