9 აპრილის ტრაგედიის გმირებს პატივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც მიაგეს

9 აპრილის ტრაგედიის გმირებს პატივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც მიაგეს
თელავში 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ბოტკველმა, თანაპარტიელებთან ერთად, დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
“ჩვენ გვახსოვს 9 აპრილის გმირების თავგანწირვა, რამაც დამოუკიდებელ საქართველოს ჩაუყარა საფუძველი. შედება გმირებს, მათ დავიწყება არ უწერიათ” – განაცხადა ბოტკოველმა.
ზუსტად 35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, რუსულმა არმიამ , რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსული მომიტინგეები დაარბია.
დარბევის შედეგად, გარდაიცვალა 21 ადამიანი. მათ შორის იყვნენ, სკოლის მოსწავლეები, ქალები, მათ შორის, ფეხმძიმეც.
1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საბოლოოდ დატოვა საბჭოთა იმპერიის შემადგენლობა.