9 მედალი და გუნდური პირველი ადგილი… თბილისის გრან-სლემი დასრულდა

თბილისის გრან-სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა რეკორდული რაოდენობის, 9 მედალი მოიპოვეს და გუნდურ პირველ ადგილს დაეუფლნენ. აქედან: 2 ოქროა, 3- ვერცხლი და 4 ბრინჯაოს სინჯის მედლები.
საქართველოს ნაკრებს ოქრო შესძინეს 60 კგ.წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ და მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა.
57 კგ.წონაში ქალთა შორის, ეთერ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, კანადელ კირსტა დეგუჩის სძლია, ხოლო ფინალურ ორთაბრძოლაში კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან დათმო. ლიპრტელიანი საქართველოს ქალთა ნაკრებიდან ერთადერთია, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიადის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.
მეორე ვერცხლი ვაჟა მარგველაშვილის ანგარიშზეა, ის ფინალში უზბეკ მეტოქესთან დამარცხდა.
მესამე ვერცხლის ავტორი 100 კგ.წონოსანი ილია სულამანიძე გახდა, რომელმაც ფინალი, კანადელ შადი ელნაჰასთან დათმო.
დოჰას მასტერსის ტრიუმფატორი ტატო გრიგალაშვილი, რომელიც თბილისის ტურნირზე, პირველ ნომრად იყო განთესილი, – მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა.
მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქი ქემალ ერდოღანი დაამარცხა.
დანარჩენი 2 ბრინჯაოს მედალი ქართველებიდან, 73კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტებმა ლაშა შავდათუაშვილმა და ალეკო მამაიაშვილმა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისის გრან-სლემზე 23 მამაკაცით და 7 ქალით იყო წარმოდგენილი.