მნიშვნელოვანისიახლეები

9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა – დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.
ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. დაესწრება, თუ არა ყოფილი პრეზიდენტი პროცესს ჯერჯერობით უცნობია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პროცესზე რამდენიმე სახის შუამდგომლობას დააყენებენ.
ძვირადღირებული სასტუმროები, კოსმეტიკური და გასახდომი პროცედურები, შოპინგი, მოდელების და მოცეკვავეების ვოიაჟები – სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ბოლო 4 წელიწადში, 9 მილიონამდე ლარი დაახარჯა, თანხა კი ბიუჯეტიდან მიითვისა.

სასამართლოში ჩვენება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს უნდა მიეცა, თუმცა, ჩუბინიძემ უწყების ჩაბარების შემდეგ სასამართლოს შეატყობინა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, 25 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში არ იქნებოდა. შესაბამისად, ანზორ ჩუბინიძე სასამართლოში არ დაიკითხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button