მნიშვნელოვანისიახლეები

9 ოპოზიციონერი დეპუტატის პროტესტი

9 ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს- საგანგებო განცხადება ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ენმ-ს ერთ ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ გააკეთა.

აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაელოვი და დავით კირკიტაძე შიმშილობას იწყებენ.ასევე შიმშილობას  განაგრძობს ელენე ხოშტარია.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი 45-ე დღეა, შიმშილობს, მას არ მიეწოდება მის ჯანმრთელობასთან ადეკვატური სამედიცინო სერვისები, ასევე შიმშილობს ჩვენი კოლეგა ელენე ხოშტარია. ამიტომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ამ ეტაპზე პარლამენტის ცხრა წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მულტიპროფილურ სამოქალქო კლინიკაში, რათა მას მიეწოდოს ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები. ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე, დავით კირკიტაძე დღეიდან, ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მოულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე. ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button