9 წლის ბავშვი ემსხვერპლა კახეთში პნევმატური იარაღიდან გასროლას
პნევმატური იარაღიდან გასროლას 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში. შემთხვევა ბავშვების თამაშის დროს მოხდა.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ე.წ. კისტის თოფი გარდაცვლილის კლასელს შემთხვევით გაუვარდა და ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოასწრო, ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.