კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველო

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი და უვადო პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალი ხასიათის სხვა გვარი ქმედების ჩადენაში.

გორში 9 წლის გოგონა 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.  სამართალდამცველებმა საქმეზე იაგო ნებიერიძე დააკავეს, რომელიც ნანიკო ბერიაშვილის საცხოვრებლის მახლობლად, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button