900 წლიანი ჭადარი თელავის საკრებულომ ადგილობრივი მნიშვნელობის დაცულ ხედ გამოაცხადა

900 წლიანი ჭადარი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი მნიშვნელობის დაცულ ხედ გამოაცხადა
გადაწყვეტილება დეპუტატებმა გუშინ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს .
მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის, “ნატურისტორიუმის” დამფუძნებლის, კახა სუხიტაშვილის განმარტებით, საკრებულოს ინიციატივით რამდენიმე თვის წინ მიმართა.
“გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენი 900 წლიანი ჭადარი ადგილობრივი მნიშვნელობის დაცულ ხედ გამოცხადდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შევიმუშავეთ ღონისძიებათა გეგმა შესაბამისი ბიუჯეტით. ამასთან ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცენდენტი, როდესაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”-აცხადებს სუხიტაშვილი
სპეციალისტების განმარტებით, თელავის ჭადარი აღრიცხულ ხნოვან ხეებს შორის უხუცესია და მისი დაცვისათვის განსხვავებული რეჟიმია აუცილებელია.
თელავის ჭადარი, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას და ქალაქის ტურისტულ რუკაზეა მონიშნული.
900 წლოვანი ხის გადასარჩენად, ღონისძიებენი რამდენჯერმე დაიგეგმა, პროცესში გერმანელი სპეციალისტებიც არიან ჩართული.