აქცია თურქეთის საკონსულოსთან
აქცია გაიმართა ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან. მურმან ზაქარაძის ოჯახი სარფის საბაჟოზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს. ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟე ოფიცრებმა სცემეს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მურმან ზაქარაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ის სასტიკად არის ნაცემი. კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინციდენტის დროს ქართველი სამართალდამცველიც დაშავდა, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტოში არ ადასტურებენ. უწყების ცნობით, ქართველმა სამართალდამცველებმა მურმან ზაქარაძე, ფაქტის შესწავლის მიზნით, დაკითხეს.
თურქეთის გენერალურმა საკონსულომ, ბათუმში დაკავებული საქართველოს მოქალაქის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ მურმან ზაქარაძე ადამიანებით ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი, რის გამოც თურქმა მებაჟეებმა დააკავეს.
თუმცა პოლიციის მიერ გამოკითხვის შემდეგ ის გაათავისუფლეს. საკონსულომ, “აჭარის ტელევიზიის” მეშვეობით, საბაჟო-გამშვები პუნქტის ვიდეოკამერებით დაფიქსირებული კადრებიც გაავრცელა.