“ცოდნის კაფეს” ასაშენებლად ევროკავშირმა 130 ათასი ლარი გამოყო
წნორში მდებარე “ცოდნის კაფეს” ასაშენებლად ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ 130 ათასი ლარი საჩუქრად მის დამფუძნებლებს გადასცა.
16 ივნისს, ერთობლივ მემორანდუმს მოეწერა ხელი, ევროკავშირის წარმომადგელობასა და “ცოდნის კაფეს” შორის, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა “ცოდნის კაფეს” მწვანე კარკასის ასაშენებლად ზემოაღნიშნული შემოწირულობა გადასცა მის დამაარსებლებს.
“დაუჯერებელ მიზანს ხომ მივაღწიეთ და ასე, აგურ-აგურ ვაკოწიწეთ და მიწა ვუყიდეთ ცოდნის კაფეს 39.380 ლარად წნორში.
მეორე დაუჯერებელ მიზანსაც ხომ მივაღწიეთ და შენობის შავი კარკასისთვის ერთობით მოვუგროვეთ 88.411 და ახლა, მშენებლობის მესამე მიზნისთვის Mercy Corps-სმა და European Union in Georgia-მ ცოდნის კაფეს შენობის მწვანე კარკასისთვის 130.000 ლარი აჩუქა.
მეოთხე მიზნის გარშემო ვერთიანდებით ისევ მოქალქეები და პასუხისმგებლიანი ბიზნესი – სარემონტო ხარჯები უნდა მოვუგროვოთ 73.000 ლარის ოდენობით და ეგ არის!
მომდევნო წელს ამ დროს ცოდნის კაფეში რომ შემოაბიჯებთ, ჩვენი 2.400-ზე მეტი თანამოქალაქის სახელები და გვარები დაგვხვდებათ ცოდნის კაფეს კედლებზე!” – წერს ნანა ბაგალიშვილი, “ცოდნის კაფის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ნანა ბაგალიშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ივლისში იწყება კაფეს მშენებლობა.
“ე.წ. კარკასულ ნაგეგბობას საზოგადოებრივი დონაციებიდან მიღებული რესურსით შევძლებთ, ხოლო ე.წ. მწვანე კარგასის ხარჯებს მიღებული საჩუქარით დავფარავთ. დაგვრჩება მოსაგროვებელი სარემონტო ხარჯი 73.00 0 ლარი.
აგურების დადება ისევ შეუძლიათ გააგრძელონ მოქალქეებმა ცოდნის კაფეს მაშენებლობისთვის: GE56BG0000000228253800 დანიშნულება: 1 აგური ცოდნის კაფეს, მიმღები: ცოდნის კაფე და ასევე სექტემბრიდან მოხალისეობრივი შრომითაც შეუძლიათ ჩაერთონ მშენებლობაში” – ამბობს ნანა რადიო ჰერეთთან.
“ცოდნის კაფეს” ერთ-ერთი მაშენებელი რადიო ჰერეთიცაა. ვულოცავთ “ცოდნის კაფეს” ამ ისტორიულ დღეს.