მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ლაგოდეხში, ნაკადის მომწესრიგებელს ხელში პირადობების დასტა უჭირავს
ლაგოდეხში, #1 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგევბელს ხელში პირადობების დასტა უჭირავს.
რადიო ჰერეთის კითხვაზე თუ რისთვის იყო საჭირო ეს, ნაკადის მომწერიგებელი განმარტავს, რომ რიგში მდგომ ამომრჩევლებს რეგისტრატორებთან გათავისუფლებული ადგილების მიხედვით, ანბანის გამოყენებით იძახებს.
საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი დარბაიძის განმარტებით, ნაკადის მომწესრიგებლის ვალდებულებაა, რეგისტრატორებთან მისვლამდე გადაამოწმოს ამომრჩევლის პირადობის მოწმობა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, სივიწროვის გამო, რამდენიმე მოქალაქე ნაკადის მომწესრიგებელს ერთდროულად აწოდებდა საკუთარ ID ბარათს.
გიორგი დარბაიძის თქმით, შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით #1 უბნიდან საჩივარი არ შესულა საოლქოში და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათი მხრიდან იქნება რეაგირება.