მნიშვნელოვანისაქართველო

კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან სიებით ხელში, საარჩევნო უბნებთან მობილიზებულ ,,ქართული ოცნების” კოორდინატორებს მოუწოდა, ,,არ შეშინებოდნენ ჟურნალისტებს”.

საია-ს შეფასებით, საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე უარყოფით გავლენას ახდენს, კახა კალაძის მიერ გაკეთებული მოწოდება კი კიდევ უფრო შემაშფოთებელია.

,,ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არც ერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button