მნიშვნელოვანისაქართველო

ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში სასტუმროს 5 ნომერს ფლობს

უკრაინულ მედიაში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტი ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა 2018 წლისთვის მის საკუთრებაში არსებული ქონების მიხედვით შეავსო. obozrevatel.com-ის მიერ გამოქვეყნებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ზელენსკი საქართველოს ერთ-ერთი სასტუმროში 5 ნომერს ფლობს, თუმცა არ კონკრეტტდება, რომელ ქალაქში.

ასევე, ვლადიმერ ზელენსკიმ ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა ვილა იტალიაში, 5 ელიტარული ბინა უკრაინის დედაქალაქში, ასევე, ბინები ყირიმში. პრეზიდენტისა და მისი ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ მისამართად კი გრუშევსკის 9 ნომერში მდებარე აპარტამენტია მითითებული, რომელსაც თავისი ზომის გამო, ,,მონსტრად” მოიხსენიებენ. ზელენსკის აგრეთვე ეკუთვნის კიევიდან 30 კილომეტრში მდებარე საკუთარი სახლი, რომელიც 353 კვ.მ ფართობის მიწაზე მდებარეობს სოფელ ივანკოვიჩში.

ვლადიმერ ზელენსკიმ ყოველთვიური შემოსავალიც მიუთითა, რომელიც დეკლარაციის შევსების მომენტში 353 ათას გრივნას შეადგენდა.

ფოტო: Валентин Огиренко/Reuters

რაც შეეხება უკრაინის პირველი ლედის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას. ელენა ზელენსკაია იალტაზე მდებარე ბინას ფლობს.

დეკლარაციაში ორი ავტომობილია მითითებული – 2016 წელს გამოშვებული რენჯ როვერი და 2014 წლის მერსედეს ბენცი.

ფოტო:obozrevatel.com
ფოტო: obozrevatel.com

აგრეთვე, დეკლარაციაში ვხვდებით ინფორმაციას ფასიანი ქაღალდებისა და აქციების შესახებ. მაგალითად, პრივატბანკის აგნარიშზე, დეკლარაციის შევსების მომენტში ზელენსკის 400 ათასი დოლარი ერიცხებოდა. დოკუმენტში ასევე მითითებულია 45 ათასი ევრო ხელზე და სხვა ფულადი სახსრები.

პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამდე, ვლადიმერ ზელენსკი იყო შოუმენი, კომიკოსი, რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი. 2010–2012 წლებში წლებში ის ტელეარხ „ინტერის“ მმართველობის წევრი და მთავარი პროდიუსერი იყო. ასევე, ზელენსკი იყო სტუდია „კვარტალ-95“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და ლიდერი.

2019 წლის დასაწყისში, მან საკუთარი კანდიდატურა დააყენა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. 41 წლის ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გაიმარჯვა და ხმების 73,22 პროცენტი დააგროვა. 
 

მსგავსი პოსტები

Back to top button