fbpx
Hereti FM

ტოჩინოშინმა და გაგამარუმ დღესაც მოიგეს

143
Share Button

ნაცუ ბაშოს მე-10 დღე, ქართველი სუმოისტებისთვის წარმატებულად წარიმართა. ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტურნირზე მე-9 გამარჯვება და ამ ბაშოს მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. მან ჯერ კიდევ გუშინ გაიფორმა დადებითი ბალანსი, ახლა კი ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს.

მანამდე, ნაცუ ბაშოზე გაგამარუს, იგივე თეიმურაზ ჯუღელის გამარჯვება ვიხილეთ. ტურნირის მე-10 დღეს, მის ბალანსზე 7 გამარჯვება და 3 მარცხია. გაგამარუს კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება დადებითი ბალანსის გასანაღდებლად.

იაპონიაში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირი 26 მაისამდე გაგრძელდება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი