კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველო

7 თვის ბავშვის განზრახ მკვლელობისთვის არასრულწლოვანი დედა დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში არასრულწლოვანმა დედამ შვიდი თვის ჩვილი გაგუდა, შემდეგ კი მიიმალა. ეჭვმიტანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებული ბრალს აღიარებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button