მსოფლიოსიახლეები

ჩეხეთში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ითხოვენ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღასა და სხვა ქალაქებში, თითქმის ერთი თვეა იუსტიციის მინისტრის, მარია ბენეშოვას წინააღმდეგ აქციები იმართება. დემონსტრანტები მის გადადგომას და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, პრაღის ცენტრში დღეს 50 ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტების თქმით, ბენეშოვა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მოკავშირეა, რომლის წინააღმდეგაც, გამოძიება მიმდინარეობს.

საქმე ეხება ბრალდებას, რომლის მიხედვითაც 2007 წელს ბაბიშმა
ევროკავშირის მიერ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი სუბსიდიები თავისი ჰოლდინგისთვის მიითვისა. თავად პრემიერი, ბრალდებას არ აღიარებს და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

აქციების დაწყებას წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრი პროკურატურის რეფორმას და პროკურორების შეცვლას გეგმავს.
სწორედ გენერალურმა პროკურორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბაბიშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის სასამართლოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button