კულტურამოზაიკა

ტარანტინოს კანში 6-წუთიანი ოვაციები მოჰყვა

Pulp Fiction-ის პრემიერის შემდეგ, ტარანტინომ კანის კინოფესტივალი შტურმით აიღო. ახალი ფილმის, Once Upon a Time in Hollywood, პრემიერის დასრულების შემდეგ, რეჟისორს აუდიტორია ფეხზე წამოუდგა და 6 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს. როგორც Variety წერს, ტარანტინო მიღებული ყურადღებით ბედნიერი ჩანდა.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ოვაცია იყო კანის ისტორიაში, თუმცა, ამ შთაბეჭდილებას არაფრით ჩამოუვარდებოდა ის, რომ წითელ ხალიჩაზე გვერდიგვერდ იდგნენ ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი.

ერთხელ ჰოლივუდში ფართო აუდიტორიისთვის 26 ივლისს გამოდის. კანის პრემიერის პარალელურად კი, Columbia Pictures-მა ფილმის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button