შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობის გაუთვალისწინებლობისთვის ჯარიმები წესდება

სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების ამოქმედება იგეგმება. როგოც ჟურნალისტებს
ცვლილების ერთ-ერთმა ინიციატორმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა, შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა.
პროექტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების, კურორტების და ტურისტული ზონების ტერიტორიაზე არსებული შენობებისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000-დან 20 000 ლარამდე იქნება; რაც შეეხება მუნიციპალიტეტების დასახლებებს – ქალაქებში ჯარიმის ოდენობა 1 000-დან 10 000 ლარამდეა განსაზღვრული, დაბასა და სოფელში კი 200-დან 3 000 ლარს ითვალისწინებს. ჯარიმის ოდენობა დამოუკიდებულია შენობა-ნაგებობის კლასზე.
რატი იონათამაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება შშმ პირების უფლებების დაცვის გარანტიების ახალ საფეხურზე აიყვანს.