კულტურამოზაიკა

ნაომი ქემბელს 49 წელი შეუსრულდა

მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ შავკანიან მოდელს ნაომი ქემბელს 49 წელი შეუსრულდა. ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ყველასგან განსხვავებული ქალბატონი და მოდელი.

ეს გახლავთ გრაციოზული, მოქნილი, ულამაზესი და დახვეწილი ნაომი ქემბელი, რომელიც დაიბადა 1970 წლის 22 მაისს ქალაქ ლონდონში.

ფოტო: Peter Lindbergh, Vogue Australia, June 1997

ნაომის ბავშვობიდან უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ის ტელეეთერში პირველად 7 წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც სხვა ბავშვებთან ერთად გადაიღეს ბობ მარლის კლიპში Is This Love?

სამოდელო ბიზნესში ნაომი შემთხვევით მოხვდა. როდესაც 15 წლის იყო და ცნობილ Covent Garden Park-ში სეირნობდა, მას ყურადღება მიაქცია სამოდელო სააგენტო Elite-ის თანამშრომელმა ბეტ ბოლდტმა. მან თვალი ვერ მოწყვიტა ნაომის იდეალურ ტან-ფეხს, ეგზოტიკურ შესახედაობასა და განუმეორებელ პლასტიკას. ბეტმა, ნაომი კასტინგზე მიიწვია და უკვე რამდენიმე თვეში ნაომი ცნობილი მოდელი გახდა.

80-იანი წლების დასასრულს ნაომი დაუმეგობრდა სახელგანთქმულ მოდელებს — კრისტი ტარლინგტონს, ლინდა ევანგელისტას და შეიქმნა ცნობილი „სამეული“.

ფოტო: Condé Nast Archive

ნაომიმ შექმნა საქველმოქმედო ფონდი Fashion for Relief, რომელიც ეხმარება სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებულებს.

ფოტო: Naomi Campbell on the cover of French Vogue

ამჟამად მას ამერიკულ ტელეარხზე Oxygen Media – ზე მიჰყავს საკუთარი სატელევიზიო შოუ The Face, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს.

ფოტო: STEVEN MEISEL
ფოტო: STEVEN MEISEL
ფოტო: STEVEN MEISEL

მსგავსი პოსტები

Back to top button