fbpx
Hereti FM

GOT-ის სცენარისტი “ბეჭდების მბრძანებლის” სერიალზე იმუშავებს

141
Share Button

ბრაიან კოგმანი, სამეფო კარის თამაშების სცენარისტი და პროდიუსერი ამაზონის მომავალი “ბეჭდების მბრძანებლის” სერიალში კონსულტანტი იქნება.

როგორც ცნობილია სერიალის სცენარისტები ჯ. დ. პეინი და პატრიკ მაკკეი იქნებიან. სწორედ მათთან ითანამშრომლებს კოგმანი.

მომავალი სერიალის მოქმედება პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მოვლენებამდე 3000 წლით ადრე განვითარდება. ტოლკინის ლეგენდარიუმში ამ პერიოდს მეორე ეპოქა ეწოდება, სწორედ ამ წლებში გამოიჭედა მთავარი ბეჭედი, რომელიც ათასობით წლის მერე ჰობიტ ბილბო ბეგინსს ჩაუვარდა.

პირველი სეზონის პრემიერა 2021 წელს არის დაგეგმილი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი