fbpx
Hereti FM

ტოჩინოშინს მეტოქის გდება არ ჩაუთვალეს

256
Share Button

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს, ლევან გორგაძის ორთაბრძოლისას სამწუხარო შემთხვევა მოხდა. ტოჩინოშინმა მეტოქე ტატამიდან გდებით გადაიყვანა, თუმცა ამ ეპიზოდს, შიმპანების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი – ხუთწუთიანი მსჯელობა მოჰყვა, რის შემდეგაც, გამარჯვებულად გორგაძის მეტოქე გამოცხადდა.

ვიდეო რეფერისას, არაერთხელ გამოჩნდა, რომ ტოჩინოშინს დოჰიოდან ფეხი არ გადაუდგამს, თუმცა შიმპანებმა ეს მხედველობაში არ მიიღეს.

თუ ლევან გორგაძე ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებულად გამოცხადდებოდა, ის მე-10 გამარჯვებას აღწევდა და ოძეკის ტიტულს იბრუნებდა. ტურნირის დასრულებამდე, ტოჩინოშინს კიდევ ორი ორთაბრძოლა აქვს იმისთვის, რომ ოძეკი გახდეს.

მანამდე, ნაცუ ბაშოზე თეიმურაზ ჯუღელის, იგივე გაგამარუს ორთაბრძოლა გაიმართა, მან მე-8 გამარჯვება მოიპოვა, რითაც დადებითი ბალანსი დააფიქსირა.

ნაცუ ბაშოს პრესტიჟული ტურნირი 26 მაისს დასრულდება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი