fbpx
Hereti FM

მოკლული ჩვილის მამა შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს

200
Share Button

შესაძლოა, სოფელ აღაიანში მოკლული შვიდი თვის ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განუცხადა. უწყების ინფორმაციით, ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა დაორსულების დროს 15 წლის იყო, ხოლო 15 წლის პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია.

,,ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების მომენტში ნამდვილად იყო 15 წლის და 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია”, – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.


16 წლის გოგონა, რომელსაც ბრალად 7 თვის შვილი მოკვლა ედება პატიმრობაშია. კითხვაზე, აღიძვრება თუ არა მამის წინააღმდეგ სისხლის სასამართლოს საქმე ბავშვის მამის წინააღმდეგ, თოლორაიამ აღნიშნა რომ შესაძლოა, საქმე აღიძრას.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი